09:36 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-26 11:43:27, 869 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიცია ტექნიკური პარლამენტის პროექტზე გადაერთო, რაც სახიფათო თამაშია

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი "ტექნიკური პარლამენტის" პროექტზე გადაერთო, რასაც შალვა პაპუაშვილი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობად მიიჩნევს.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მსგავსი პოლიტიკური თვითშემოქმედება აღვივებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს მიერ დასახელებული 12 პუნქტიდან პირველივეს - დეპოლარიზაციას.

„ნათელია, რომ "ტექნიკური მთავრობის" ჩავარდნილი პროექტის შემდეგ, ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილი ახლა "ტექნიკური პარლამენტის" პროექტზე გადაერთო, რაც არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობა და კონსტიტუციურ წესწყობილობასთან სახიფათო თამაში",- განაცხადა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ევროკომისიის 12 პუნქტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრებს მართავს. მასში ჩართული არიან როგორც ოპოზიციური ფრაქციების წევრები, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებელში“ აცხადებენ, სამუშაო ჯგუფებში ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების და ინიციატივების შემუშავება მოხდება. ძირითადი თემები, რაზეც ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ისაუბრებენ ანტიკორუფციულ, მართლმსაჯულებისა და საარჩევნო სისტემის საკითხებს ეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics