17:35 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-25 17:05:13, 1126 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის მეტალურგიულ საწარმოში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ინსპექტირებები ჩატარდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ჰაერდაცვითი მოთხოვნების შესრულების კონტროლს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.

უწყების ცნობით, დეპარტამენტის მიერ, მიმდინარე წლის მარტსა და ივნისში, ინსპექტირებები ჩატარდა ქუთაისში მდებარე მეტალურგიულ საწარმო შპს „ამბიკონ სტილსში".

„30 მარტს ჩატარებული ინსპექტირების შედეგად საწარმოს მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა გამოვლინდა.

19 აპრილს საწარმოს მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმი და საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნა. 26 ივნისს სასამართლომ შპს „ამბიკონ სტილსი" სამართალდამრღვევად სცნო და 45 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. დეპარტამენტი მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. მას შემდეგ რაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ოფიციალურად მიიღებს კანონიერ ძალაში შესულ ზემოაღნიშნულ სასამართლოს გადაწყვეტილებას, დეპარტამენტის მხრიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გატარდება მაქსიმალურად მკაცრი ზომები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მხარდამჭერია
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
BOG Emolas Corporation-თან პარტნიორობს - კულტურული პროექტები აშშ-ში მყოფი ქართველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics