|
2022-07-25 16:30:04, 1047 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნავ, რომ საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს
მინდა ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. საქართველო სანქციებს იცავს მაქსიმალური პასუხისმგებლობით, არც ერთი შენიშვნა ამ კუთხით არ არსებობს,- ასე გამოეხმაურა ეკონომოკოს მინისტრი ლევან დავითაშვილი "ერთიანი ნაცონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, კერძო კომპანიების მიერ, საქართველოში რუსული სანქცირებული ნავთობის შემოტანის შესახებ, დავითაშვილის განმარტებით, კერძო კომპანიებს საქართველოში ნავთობი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შემოაქვთ. "მინდა ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. საქართველო სანქციებს იცავს მაქსიმალური პასუხისმგებლობით, არც ერთი შენიშვნა საქართველოს მიმართ ამ კუთხით არ არსებობს. კონკრეტულად ამ კომპანიების მიერ შეძენილი ნავთობი არ არის სანქცირებული, ასეთივე ნავთობს ყიდულობს ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან ბევრი ქვეყანა და მათ შორის, საქართველოშიც გადაწყვეტილებები მიიღება კერძო კომერციული კომპანიების მხრიდან, იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც არსებობს. რაც შეეხება აღსრულების მექანიზმებს, ამ კუთხითაც საქართველოს საბაჟო სტრუქტურებს ჰქონდეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან კონკრეტული მუშაობა. ყველა სახელმწიფო უწყება იყო სტრატეგიული ქვეყნების პარტნიორების ექსპერტებთან ერთად ჩართული პროცესში, როცა ხდებოდა სანქციების აღსრულების მექანიზმის განმარტებები და კიდევ ერთხელ გადაწყვეტილებები ნავთობთან მიმართებაში შეთანხმებულია, შეჯერებულია და გავლილია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან", ასე რომ ეს საკითცი შეგვიძლია დავხუროთ"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაცონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა დაასახელა სამი კომპანია, რომლებსაც, მისივე თქმით, საქართველოში რუსული სანქცირებული ნავთობი შემოაქვთ.მისი თქმით, ასეთი კომპანია ათობით არის, თუმცა მხოლოდ „ვისოლ ჯგუფს“, „არაგვი იმპექსსა“ და „ლუკოილს“ ასახელებს, რომელსაც სამი დღე აქვთ, რათა "გამოვიდნენ და საჯაროდ თქვან, რომ შეეშვებიან სანქცირებული ნავთობის შემოტანას საქართველოში".
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)