|
2022-07-22 17:31:18, 999 ნახვა
პოლიტიკა
კრამონი - საქართველოს დევიზია „ძალა ერთობაშია“, თუმცა EU-ს რეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფები ერთიანობას არ აჩვენებენ
საქართველოს დევიზია "ძალა ერთობაშია" თუმცა EU-ს რეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფები ერთიანობას არ აჩვენებენ. - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის სტატუსი უნდა იქნას მიღწეული არა ერთი პარტიის, არამედ ერთიანი პოლიტიკური კლასის მიერ. "საქართველოს დევიზია "ძალა ერთობაშია". სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავე პარალელური ჯგუფები არც ერთიანობას და არც ძალას არ აჩვენებენ. ევროკავშირში კანდიდატურა უნდა იქნას მიღწეული არა ერთი პარტიის, არამედ ერთიანი პოლიტიკური კლასის მიერ. ყველას თავისი წვლილი შეაქვს, ყველა იღებს სარგებელს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)