12:37 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-22 15:49:11, 972 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - პარტნიორებზე თავდასხმა არის მოგონილი თემა, სამწუხაროა, რომ განცხადებების ექსპლუატაცია ხდება

პარტნიორებზე თავდასხმა არის მოგონილი თემა, სამწუხაროა, რომ განცხადებების ექსპლუატაცია ხდება. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია, რადგან დასავლურ, დემოკრატიულ სამყაროში არაა უცხო კონკრეტულ განცხადებებზე ასეთი პოლემიკა.

"დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა არის მოგონილი თემა, სამწუხაროა, რომ განცხადებების ექსპლუატაცია ხდება ამ რიგად. სპეკულაციას დავარქმევდი ამას, რადგან დასავლურ, დემოკრატიულ სამყაროში არაა უცხო კონკრეტულ განცხადებებზე ასეთი პოლემიკა, თუნდაც მწვავე ფორმატში. როგორც ვხედავ, ევროკავშირში ინფრომაცია, რომელიც ევროსტრუქტურიდან მიდიოდა არ წარმოადგენს იმ რეალობის აღწერას, რომელიც საქართველოშია". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics