|
2022-07-21 18:27:35, 979 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ჩვენ ვართ უკრაინის პირველი გულშემატკივრები, მაგრამ ვმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე
„ჩვენ ვართ უკრაინის პირველი გულშემატკივრები, მაგრამ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, საქართველოს მიერ უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, საქართველომ უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა პირველი წუთებიდან გამოუცხადა, თუმცა, საქართველოს ინტერესი არის მთავარი და უმთავრესი. „ჩვენ, პირველ რიგში, გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან. რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ უკრაინას და გული შეგვტკივა იქ მიმდინარე მოვლენებზე. მინდა, კიდევ ერთხელ, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ყოველთვის გაგვიხარდება მათი წარმატება, უკრაინის ხელისუფლების წარმატება. ჩვენ ვართ პირველი გულშემატკივრები, მაგრამ არაერთხელ აღვნიშნეთ და ხაზი გავუსვით, რომ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი მინიშნებები და განცხადებები იყო იმის თაობაზე, რომ საქართველო უნდა შეხიდებოდა უკრაინას და არ ვიცი, ალბათ ომი უნდა დაგვეწყო, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვართ პატრიოტები, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის თოთოეული მოქალაქის ინტერესს, ვიცავთ თქვენს და ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს, ჩვენს ქალაქებს, სოფლებს, გვინდა, იყოს მშვიდობა, სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)