14:18 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-21 16:11:55, 1513 ნახვა

ომი უკრაინაში
მილი - დონბასი უკრაინისთვის ჯერ დაკარგული არაა, რუსეთს თითოეული ინჩისთვის ფასს ახდევინებენ

დონბასი უკრაინისთვის ჯერ დაკარგული არაა, ეს არის ძალიან ინტენსიური ბრძოლა, რუსეთის მხრიდან ბევრი ძალადობით. - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავჯდომარემ, მარკ მილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელები რუსეთს, მათ მიერ დაკავებული ტერიტორიის თითოეული ინჩისთვის ფასს ახდევინებენ.

"საბოლოო ჯამში, ფასი მაღალია, მოგება კი ძალიან დაბალი. დონბასის რეგიონში, ლუგანსკში გამანადგურებელი ომი მიმდინარეობს. თქვენ კითხვას რომ გავცე პასუხი, არის თუ არა დონბასი დაკარგული - არა, ჯერ არ არის. უკრაინელები რუსეთს, მათ მიერ დაკავებული ტერიტორიის თითოეული ინჩისთვის ფასს ახდევინებენ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics