|
2022-07-21 12:30:30, 545 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში ორ მისამართზე ბავშვთა გასართობი ზონა მოეწყო, ორზე კი მიმდინარეობს
გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დიდი მოცულობის სკვერებთან ერთად, ბავშვთა გასართობი მოედნებისა და მოსასვენებელი ტერიტორიის მოწყობაც მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ბავშვებისთვის გასართობი ზონები ორ მისამართზე დასრულდა, ორ მისამართზე კი მიმდინარეობს. სივრცეები ითვალისწინებს გასართობი ატრაქციონების, საპარკე სკამების, ნაგვის ურნების განთავსებას, კაუჩუკის საფარის დაგებას, მოაჯირის მოწყობას. საბავშვო ზონები წყალსადენის N7 (ყოფილი სასტუმრო ,,ბახტრიონის“) მიმდებარედ და III მიკრორაიონის N 68ა - 68 ბ კორპუსებთან დასრულდა, გლდანის II მიკრორაიონის N28 და მუხიანის IV ბ მიკრორაიონის N45 კორპუსებთან კი, მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 228 681 ლარი დაიხარჯება. დასრულებულ სამუშაოებს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)