15:42 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-19 21:01:05, 1138 ნახვა

პოლიტიკა
ხუნდაძე - კითხვა მაქვს დეგნანთან და ივანიშვილთან, ხომ არ იყო 24 თებერვლის შემდეგ შეხვედრა

კითხვა მაქვს დეგნანთან და ივანიშვილთან, ხომ არ იყო 24 თებერვლის შემდეგ შეხვედრა. - განაცხადა „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, კითხვები, რომლებიც აქამდე არის დასმული და პასუხგაუცემელია, შეიცვას რისკებს.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სწორედ კულისებში ძალიან ბევრი შეხვედრები ტარდება და მე მაქვს კითხვა როგორც კელი დეგნანთან, ასევე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან - ხომ არ იყო 24 თებერვლის შემდეგ ასეთი ტიპის შეხვედრა და ხომ არ შეიძლება, რომ კითხვები სწორედ იქ იყო პასუხგაცემული. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ და უნდა იცოდეს საზოგადოებამაც. რამეთუ, კითხვები, რომლებიც არის აქამდე დასმული და ეს არის პასუხგაუცემელი, ის შეიცვას რისკებს". - განაცხადა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის დისკრედიტაციას, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები, რომელიც ასევე მიმართულია ევროინტეგრაციის დისკრედიტაციისკენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics