|
2022-07-19 10:30:26, 1033 ნახვა
მსოფლიო
ვაშინგტონში, ოლენა ზელენსკა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე ოლენა ზელენსკა ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდა. უკრაინის პირველმა ლედიმ შეხვედრის ფოტოები "ფეისბუკის" გვერდზე გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ აშშ-ში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მეუღლის ჯილ ბაიდენის მიწვევით ჩავიდა. "სამგზავრო თვითმფრინავები მშვიდად დაფრინავენ, ხალხს არ ეშინია ქუჩაში სირენების და ხმამაღალი ხმების. უცნაური შეგრძნებაა: რუსეთის შემოჭრის მეხუთე თვეს ისეთ ქვეყანაში ყოფნა, სადაც ეს ყველაფერი შესაძლებელია", - წერს ზელენსკა. იგი ბლინკენთან შეხვედრის შესახებ შემდეგნაირად იუწყება: „მისი პოზიცია იმის შესახებ, რასაც მე ციტირებ: „სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა პუტინზე ბევრად დიდხანს იარსებებს“ უცვლელი რჩება“. აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ზელენსკა 20 ივლისს აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოვა.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)