2022-07-17 11:14:18, 1324 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - ოკუპანტები აძლიერებენ თავდაცვით პოზიციებს სამხრეთ უკრაინის ნაწილში
რუსი დამპყრობლები აძლიერებენ თავდაცვით პოზიციებს სამხრეთ უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში, უკრაინული ძალების სავარაუდო შეტევის მოლოდინში, - ამის შესახებ Twitter-ზე ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
ასევე, მათი ცნობით, რუსული ძალები მელიტოპოლში აძლიერებენ უსაფრთხოების ზომებს.
"რუსეთი აძლიერებს თავდაცვით პოზიციებს სამხრეთ უკრაინის ოკუპირებულ რაიონებში. ეს მოიცავს პერსონალის, აღჭურვილობისა და საველე თავდაცვის მოძრაობას მარიუპოლსა და ზაპოროჟიეს შორის და ხერსონში", - იუწყება დაზვერვა.
ასევე აღნიშნულია, რომ რუსული თავდაცვის მანევრები, სავარაუდოდ, პასუხია უკრაინული ძალების მოსალოდნელ შეტევაზე და რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მოთხოვნებზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,