22:33 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-15 15:14:06, 925 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში სამხედროების მხარდასაჭერად სპეციალური ეკონომიკური ზომები შემოიღეს - პუტინმა კანონს ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საშუალებას აძლევს მთავრობას შემოიღოს სპეციალური ეკონომიკური ზომები რუსეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად "კონტრტერორისტული და სხვა ოპერაციების" დროს ქვეყნის გარეთ.

სპეციალური ზომების მიღების შემდეგ კომპანიები ვერ იტყვიან უარს სახელმწიფო კონტრაქტებზე და თანამშრომლებს მოუწევთ მუშაობა ღამით და არდადეგებზე. 

მთავრობამ ასევე მიიღო სამობილიზაციო შესაძლებლობებისა და საშუალებების დროებით გააქტიურების უფლება და სახელმწიფო რეზერვის მატერიალური ფასეულობების გაუქმების უფლება.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მთავრობა აგრძელებს უკრაინაში კონფლიქტის ომად ჩამოყალიბების უარყოფას, ახალი ზომები ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ქვეყანა ცვლის თავის ინდუსტრიას მიმდინარე შემოჭრის მხარდასაჭერად. 

 პუტინმა ასევე მოაწერა ხელი დამატებით კანონებს, რომლებიც ითვალისწინებს უფრო მკაცრ ზომებს რუსეთის მიერ უცხოელ აგენტებად მიჩნეულ პირებსა და სუბიექტებზე და აფართოვებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სახელმწიფოს ღალატისთვის. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics