|
2022-07-14 10:31:33, 786 ნახვა
მსოფლიო
უნგრეთში ენერგეტიკული კრიზისის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
უნგრეთმა ენერგეტიკული კრიზისის, გაზის მიწოდების შეფერხებისა და ენერგო ფასების ზრდის საპასუხოდ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ ახლა გეგმავს გაზარდოს შიდა ენერგიის წარმოების შესაძლებლობები, რათა უზრუნველყოს ადეკვატური მიწოდება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის გერგელი გულიასმა ევროპის "ენერგეტიკულ კრიზისში" უკრაინის ომი და რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები დაადანაშაულა. „გახანგრძლივებულმა ომმა და ბრიუსელის სანქციებმა გამოიწვია ენერგიის ფასების მკვეთრი მატება მთელ ევროპაში და, ფაქტობრივად, ევროპის დიდი ნაწილი უკვე ენერგეტიკულ კრიზისშია“, - დასძინა გულიასმა. ბუდაპეშტი აცხადებს, რომ გაზრდის ბუნებრივი აირის წლიურ წარმოებას 1,5 მილიარდი კუბური მეტრიდან 2 მილიარდ კუბურ მეტრამდე. ევროკავშირის წევრი ქვეყანა ასევე გეგმავს ნახშირის მოპოვების გაზრდას და მატრაში მომუშავე ელექტროსადგურის აღდგენას. ენერგიის ექსპორტი აიკრძალება და უნგრეთის ერთადერთი ატომური ელექტროსადგური გაახანგრძლივებს მუშაობის დროს წარმოების გაზრდის მიზნით, თქვა გულიასმა ოთხშაბათს. მოქალაქეებს ასევე დაევალათ „მოხმარების შერბილება ან ჭარბი საბაზრო ფასით გადახდა“. ზომები - რომლებიც ეწინააღმდეგება უნგრეთის კლიმატის ვალდებულებებს აგვისტოში შევა ძალაში. შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანმა მოიწვია მინისტრთა კაბინეტის სხდომა, რათა განეხილათ ის, რასაც მან უწოდა "ენერგეტიკული საგანგებო მდგომარეობა" ევროპაში.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)