|
2022-07-14 10:16:03, 968 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - თუ ჩავერთვებოდით ომში, მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ, აქ კითხვა უნდა დაისვას - გვიღირდა თუ არა
,,როდესაც შესთავაზეს უკრაინას განაცხადის შეტანა, პირდაპირ ითქვა ევროკავშირის ლიდერების მხრიდან, რომ ომის მდგომარეობის გამო გააკეთეს ეს. ეს ერთი. და მეორე, როდესაც მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, იქაც ითქვა, რომ ომის მდგომარეობაში მყოფ უკრაინას აუცილებლად უნდა მინიჭებოდა ეს სტატუსი,’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედის LIVE’’ - ის ეთერში. მისი თქმით, გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ 2023 წელს საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ,,აქედან, შეგვიძლია, მარტივი ლოგიკური დასკვნა გამოვიტანოთ, რომ რადგან უკრაინა ომში იყო და ამის გამო აპრიორი მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ჩვენც რომ ვყოფილიყავით იგივე მდგომარეობაში, ჩვენც მოგვენიჭებოდა. საინტერესოა შემდეგ, როგორ შემოატრიალეს ეს ლოგიკა. ანუ, საუბარი იყო იმაზე , რომ თუ ომში ჩავერთვებოდით, ჩვენ მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი და შემდეგ , შეაბრუნეს ეს განცხადება, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვენიჭება ჩვენ კანდიდატის სტატუსი, თუ ომში ჩავერთვებოდით. ეს არის, უნარ-ჩვევების ენაზე რომ ვისაუბროთ, მარტივი მანიპულაცია, რომელიც სინამდვილეს თავდაყირა ატრიალებს, რასაც ჩვენ ნაცმოძრაობის ლიდერებისგან და მათი მედია საშუალებებისგან მიჩვეულები ვართ. მაგრამ საქმე არის ერთ რამეში, ჩვენ თუ ჩავერთვებოდით ამ ომში , რა თქმა უნდა, აპრიორი მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი და აქ კითხვა უნდა დაისვას, გვიღირდა თუ არა, ეს ყველაფერი ამად. ეს ერთი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მხოლოდ ომში ჩართვის პირობებში მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივად მშვიდობიან გარემოში გაგრძელდება ზრუნვა იმაზე, რომ ჩვენ 2023 წელს მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის,’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)