20:21 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-14 10:20:17, 925 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - თუ სანქციებზე სერიოზულად დაიწყება საუბარი, გამოდის, რაღაც განსაკუთრებული უნდათ ივანიშვილისგან

„დავიწყოთ იმაზე საუბრით ვის რაში შეიძლება სჭირდებოდეს სანქციები. თუ სანქციებზე სერიოზულად დაიწყებს ვინმე საუბარს, მაშინ ღრმავდება ის ეჭვები, რაც საზოგადოებაში ისედაც მუსირებს, რომ ვიღაცას რაღაც განსაკუთრებული უნდა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისგან, რაღაც კონკრეტულს სთხოვენ მას“- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სანქციების დაწესება გამოიწვევს კონტრპროდუქტიულ შედეგს მათ შორის, დავით არახამიასთვის. 

„ყველამ იცის, არავითარი ფაქტი არ არსებობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში და ეს კარგად იციან თვითონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც შეიძლება თეორიულად სანქციები დააწესონ. თუ ასეთი რამ თეორიულად მოხდა, მაშინ გამოდის, რომ მისგან ვიღაცას მართლა რაღაც კონკრეტული უნდა. რა შეიძლება უნდოდეთ, ამას შეგნებულად არ ვიტყვით დღეს, მაგრამ საზოგადოება დაახლოებით მიხვდება, რაზეც შეიძლება იყოს საუბარი. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ სანქციების დაწესება, ვინც არ უნდა გააკეთოს ეს, იქნება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული იმიტომ, რომ ერთადერთი, ამით რაც შეიძლება მოხდეს გაიშიფრება გარკვეული ზრახვები, რაც საზოგადოებისთვის ის უკვე ბოლომდე ცხადი გახდება. ჩვენ ეს ვერავითარ ზიანს ვერ მოგვაყენებს. არახამია და მისნაირები ასეთი მცდელობებით ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ, პირიქით, საპირისპირო შედეგი შეიძლება მიიღონ. რეალურად ისინი რაღაცით და რაღაცის გამო იმუქრებიან, ერთგვარი შანტაჟის სახე აქვს ამ ყველაფერს და რისთვის შეიძლება სჭირდებოდეთ  და რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ამ შანტაჟს, ამაზეც საზოგადოებამ იმსჯელოს“- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics