|
2022-07-12 21:41:11, 1174 ნახვა
ომი უკრაინაში
EU - რუს ოლიგარქებს და უკრაინაში ომის გამო სანქცირებულ პირებს ჯამში 13.8 მილიარდი ევროს ღირებულების ქონება დაუყადაღდა
რუს ოლიგარქებს და უკრაინაში ომის გამო სანქცირებულ პირებს ჯამში 13.8 მილიარდი ევროს ღირებულების ქონება დაუყადაღა. - განაცხადა ევროკავშირის იუსტიციის კომისრის, დიდიერ რეინდსერსმა. მისივე თქმით, ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. თუმცა, დიდი ნაწილი, 12 მილიარდ ევროზე მეტი 5 წევრ ქვეყანაზე მოდის. "ამ მომენტისთვის, ჩვენ გაყინული გვაქვს ოლიგარქებისა და სხვა ორგანიზაციების, 13.8 მილიარდი ევროს ღირებულების ქონება. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. თუმცა, დიდი ნაწილი, 12 მილიარდ ევროზე მეტი 5 წევრ ქვეყანაზე მოდის, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ სხვების დარწმუნება, რომ იგივე გააკეთონ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)