21:45 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-12 15:09:04, 1138 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი ღარიბაშვილის წერილზე - „ქართუდან“ წასვლის ეპიზოდის ინტერპრეტაცია ისტორიის დამახინჯებაა

წერილში მოტანილი „ქართუდან“ წასვლის ეპიზოდის ინტერპრეტაცია ისტორიის დამახინჯებაა,- ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილს. 

 პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ 2012 წლამდე, "ქართუს" ბევრმა წარმომადგენელმა ზეწოლას ვერ გაუძლო და ქვეყანა დატოვა. ასეთებად ღარიბაშვილმა კვირიკაშვილი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაასახელა, თუმცა"კადრების დეფიციტის გამო, ბიძინა ივანიშვილმა მათ პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს, ახალ მთავრობაში მიიწვია"

"ვრცლად შეიძლებოდა 2011 წლის ამბების მოყოლა, მაგრამ ამჯერად მოკლედ გიპასუხებთ. წერილში მოტანილი ქართუდან წასვლის ეპიზოდის ინტერპრეტაცია, არ შეესაბამება სინამდვილეს და ჩემთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა ისტორიის დამახინჯება", - აცხადებს კვირიკაშვილი ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics