23:02 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-12 10:15:51, 863 ნახვა

მსოფლიო
იაპონია და გერმანია შეთანხმდნენ, რომ ხელი შეუწყონ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს აზიისა და აფრიკის ქვეყნებში

იაპონიამ მოუწოდა თანამოაზრეებს გაერთიანდნენ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ, რადგან მოსკოვი ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს. ამის შესახებ იაპონური გამოცემა Kyodo იტყობინება .

ორშაბათს, 11 ივლისს, იაპონიის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ ერთობლივ მუშაობაზე. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის იოშიმასი ჰაიაშის თქმით, ეს ხელს შეუწყობს საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებას, რომელსაც უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი ემუქრება.

იაპონია და გერმანია ასევე შეთანხმდნენ, რომ ხელი შეუწყონ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს აზიისა და აფრიკის ქვეყნებში.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა სხვადასხვა ქვეყნებში მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის სხვადასხვა ვარიანტზე მუშაობს.

უკრაინული აგრარული ბიზნესის კლუბის ინფორმაციით, ივნისში უკრაინამ ალტერნატიული გზებით 2,7 მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაიტანა, რაც მაისის მაჩვენებელზე 30%-ით მეტია.

აგროინდუსტრიული კომპლექსის მინისტრის მიკოლა სოლსკის განცხადებით, უკრაინას 18 მილიონი ტონა ძველი მოსავლის გატანა სჭირდება. ახალი მოსავლიდან კიდევ 60 მილიონი ტონაა მოსალოდნელი. 20 მილიონი ტონა შიდა მოხმარებაზე იქნება მიმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ 58 მილიონი ტონა მოსავლის ექსპორტი სჭირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics