21:47 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-11 19:41:48, 634 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი - ფაქტების ფეხქვეშ გათელვა იქნება, თუ ვინმე იტყვის, რომ მართლმსაჯულებამ 2013 წლიდან ძალიან დიდი პროგრესი არ განიცადა

ეს იქნება ფაქტების დამახინჯება და ფეხქვეშ გათელვა, თუ ვინმე იმას იტყვის, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ 2013 წლიდან დღემდე ძალიან დიდი პროგრესი არ განიცადა. - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა "იმედთან".

მისივე თქმით, არსებობს გამოწვევები, რომელიც გადალახვადია.

"ეს იქნება ფაქტების დამახინჯება და ფეხქვეშ გათელვა, თუ ვინმე იმას იტყვის, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ 2013 წლიდან დღემდე ძალიან დიდი პროგრესი არ განიცადა. რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევები და როდესაც გამოწვევებზეა საუბარი, ჩვენ ამ დოკუმენტში დაფიქსირებული გვაქვს გამოწვევები. ეს არის: საპროცესო ვადების დაცვა, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა სწრაფი მართლმსაჯულება მიიღონ; სასამართლოს გადატვირთულობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება - ეს არის საკითხები, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტატუსისთვის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება მოუწევს, მათ შორის დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია და სასამართლოს რეფორმირება და მისი გავლენებისგან განთავისუფლება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics