|
2022-07-11 13:03:20, 1204 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი - დიახ, ვფიქრობთ, რომ ივანიშვილი არის ოლიგარქი და დეოლიგარქიზაცია მას ეხება
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა მიიჩნევს, რომ რეზოლუციაში ნახსენები "დეოლიგარქიზაცია" საქართველოს ყოფილ-პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეხება. როგორც გრეგოროვამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, უნდა შეიქმნას სისტემა, რომლის შელახვასაც კონკრეტული პირები ვერ შეძლებენ და საკუთარი სარგებლობისთვის ვერ გამოიყენებენ. "ეს [დეოლიგარქიზაციისკენ მოწოდება] ორგვარად შეგვიძლია გავიგოთ. ევროპარლამენტისგან ეს გასაკვირი არაა, რადგან ჩვენ უკვე ვახსენეთ ივანიშვილი ერთ-ერთ რეზოლუციაში. დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის არის ოლიგარქი და ეს მას ეხება, თუმცა ჩვენ როგორც ევროკავშირი, კომისია, საბჭო და პარლამენტი ვგულისხმობთ დეოლიგარქიზაციაში სისტემის შექმნას, რომლის შელახვასაც კონკრეტული პირები ვერ შეძლებენ და საკუთარი სარგებლობისთვის ვერ გამოიყენებენ. საბოლოო ჯამში, უკვე მნიშვნელობა არ აქვს ეს ივანიშვილი იქნება თუ ვინმე სხვა, რადგან თუ სისტემა სათანადოდ იქნება შემუშავებული, ისინი ვერ შეძლებენ მის შელახვას და სწორედ ესაა საკვანძო ნაწილი",- ამბობს ევროპარლამენტარი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)