|
2022-07-10 17:20:02, 1608 ნახვა
პოლიტიკა
წილოსანი დეგნანზე - უფრო მისაღებია, თუ კითხვებზე იქნება ობიექტური და სამართლიანი პასუხები გაცემული
უფრო მარტივი და მისაღები იქნება, თუ მათ მიერ დასმულ კითხვებზე იქნება ძალიან ობიექტური და სამართლიანი პასუხები გაცემული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ეჭვი არ ეპარება, რომ დასავლელი პარტნიორები გაემიჯნებიან "რევოლუციურ სცენარებს", რომლებიც, შეიძლება, "ოპოზიციის თუ მათი სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან ისმოდეს". "უფრო მარტივი და მისაღები იქნება, თუ მათ მიერ დასმულ კითხვებზე იქნება ძალიან ობიექტური და სამართლიანი პასუხები გაცემული. ასევე ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები იქნებიან, თუ მათი დიპლომატიური წარმომადგენლები, სრულად გაემიჯნებიან და ემიჯნებიან იმ დესტრუქციულ თუ რევოლუციურ სცენარებს, რომლებიც, შეიძლება, ოპოზიციის თუ მათი სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან ისმოდეს",- განაცხადა წილოსანმა. ცნობისთვის, 8 ივლისს "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს წერილი მისწერა და ამერიკა "ომის ჩართვაში" დაადანაშაულა. დეგნანის თქმით, ყაველაშვილის განცხადება "სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით".
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)