22:02 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-09 12:48:09, 872 ნახვა

საზოგადოება
„თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, მორიგი კულტურულ-გასართობი ღონისძიება დიღმის მასივში გაიმართება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, დედაქალაქში ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, საბავშვო–გასართობი, სპორტული და კულტურული აქტივობები იმართება.  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, დღეს, 17:00 საათიდან საბავშვო პროგრამის ფარგლებში, პატარებისთვის მოეწყობა მეზღაპრისა და ილუსტრატორთა კუთხეები, ასევე, თითების თეატრის წარმოდგენები. სპორტული ნაწილი დატვირთული იქნება გოლფის, მაგიდის ჩოგბურთის, ტექბოლისა და ვირტუალური (VR) სივრცეებით. 21:00 საათზე, ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ზუკა ხუციშვილისა და ნოდარიკო ხუციშვილის ბენდების კონცერტი, საფესტივალო დღეს კი დიჯეი Salien დაასრულებს. 

უწყების ცნობით, ფესტივალის მიზანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ახალგაზრდებში, სპორტის განვითარება და მისი სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაცია,  მოქალაქეებისთვის დასვენებისა და გართობისთვის საჭირო გარემოს შექმნა.

„თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, დედაქალაქის უბნებში, მთელი ზაფხულის განმავლობაში, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო აქტივობა განხორციელდება. ღონისძიებები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და მათზე დასწრება თავისუფალი იქნება.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics