22:02 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-08 17:29:57, 2079 ნახვა

საზოგადოება
11 ივლისიდან, გადასახადის გადამხდელები გარკვეული განცხადებების რეგისტრაციას მხოლოდ ელექტრონული ფორმით შეძლებენ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განცხადებების ელექტრონული ფორმით მომართვიანობის წახალისებისა და დისტანციური სერვისების პოპულრიზაციის მიზნით, მიმდინარე წლის 11 ივლისიდან მოქალაქეთა (რომელთაც გააჩნიათ შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული გვერდი) მომსახურების სერვისცენტრებში ვიზიტის დროს დამატებით შეიზღუდება, შემდეგი განცხადებების რეგისტრაცია:

• მეწარმე ფიზიკური პირისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება;

• ფიზიკური პირისთვის საკუთარი შემოსავლების შესახებ ცნობის გაცემა;

• დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.

„60 000-ზე მეტ ფიზიკურ პირს, უკვე გაეგზავნა საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე. აქვე შეგახსენებთ, რომ სერვისების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, თვითმომსახურების წახალისების მიზნით, შემოსავლების სამსახურში უკვე 452 ელექტრონული სერვისის მიღება არის შესაძლებელი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე : https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=699

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics