|
2022-07-06 11:29:24, 663 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის დასაწყისში პარკის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
დედაქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა - დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის დასაწყისში პარკის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერმა საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომლებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. „წლების განმავლობაში, დიდი დიღმის მოსახლეობა მეორე და მესამე მიკრორაიონებს შორის, ე.წ. წრესთან მდებარე ტერიტორიაზე, სადაც ძველი სპორტული მოედანი იყო, პარკის გაშენებას ითხოვდა, თუმცა, ტერიტორია გასხვისებული იყო. წლების წინ, იყო მავნე პრაქტიკა, როდესაც რეკრეაციული სივრცეების და სპორტული მოედნების ხარჯზე, მშენებლობების განხორციელება და კორპუსების ჩადგმა ხდებოდა, რაც ძალიან ცუდი იყო და არავის მოსწონდა. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მშენებლობას, განვითარებას, აღმშენებლობასა და წინსვლას არავითარ შემთხვევაში არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს სწორად. დედაქალაქს ძალიან სჭირდება რეკრეაციული სივრცეები, რათა ჩვენმა შვილებმა სუფთა ჰაერი ისუნთქონ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მოხდა მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა და აღნიშნული ტერიტორია ქალაქს დაუბრუნდა. „ულამაზესი პარკი გაშენდა 14 700 კვ.მ ფართობზე. გაკეთდა ყველაფერი, ველობილიკებით, განათებით, სარწყავი სისტემითა და ატრაქციონებით. ყველაფერი არის გათვალისწინებული, რაც საჭიროა პარკში. რა თქმა უნდა, ეს მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება და დედაქალაქს ძალიან ბევრ პარკს ვაჩუქებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ასევე, მოეწყო შადრევანი, ამფითეატრი, საბავშვო ზონა, სავარჯიშო და ძაღლების გასასეირნებელი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, რომელიც მოიცავდა სარწყავი სისტემის მოწყობას, რულონური ბალახის დაგებას და სხვადასხვა სახეობის 735 ძირი ხე-მცენარის დარგვას. აღნიშნული პროექტი საბურთალოს გამგეობამ განახორციელა და მისი ხარჯი 2 000 000 ლარს შეადგენს.
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)