03:33 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-04 11:10:42, 1125 ნახვა

მსოფლიო
კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

დანიის დედაქალაქის კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში მომხდარ სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულების მდგომარეობა მძიმეს.

კოპენჰაგენის პოლიციის უფროსმა სორენ თომასენმა თქვა, რომ მსხვერპლთა შორის არიან „40 წლამდე მამაკაცი და ორი ახალგაზრდა“. რაც შეეხება ბრალდებულს, ის უკვე დაკავებულია.

„დარწმუნებული ვართ, რომ დაკავებული 22 წლის ეჭვმიტანილი იყო მსროლელი, ის თან ატარებდა თოფსა და საბრძოლო მასალა“, - თქვა მან და დასძინა, რომ გამომძიებლებს „მიაჩნიათ, რომ ეჭვმიტანილი არ მუშაობდა სხვებთან, მაგრამ სანამ ისინი აბსოლუტურად არ დარწმუნდებიან, არაფერს გამორიცხავს“.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics