22:55 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-04 10:17:21, 1005 ნახვა

საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. 

ქვეყნის მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია 22 საგამოცდო ცენტრი, რომლებიც დარეგისტრირებულ 90 000-მდე გამოსაცდელს – აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლობისა და პედაგოგის სტატუსის ამაღლების მსურველებს მიიღებს.
 
2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირბადის ტარება აუცილებელი არ არის, თუმცა სურვილის შემთხვევაში გამოსაცდელს აქვს შესაძლებლობა, პირბადე თავად იქონიოს. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს გამოცდის დღეს დადასტურებული ექნება კოვიდი და რეგისტრირებული იქნება ჯანდაცვის ბაზაში, მისთვის დამატებით სესია გაიმართება, სადაც ის შესაბამისი საგნის ჩაბარებას შეძლებს.
 
გამოცდებთან დაკავშირებით წელს სიახლეა ისიც, რომ აბიტურიენტებისთვის გაფართოვდა მესამე არჩევითი სავალდებულო საგნის ჩამონათვალი – ისტორიასა და მათემატიკასთან ერთად, მათ შეუძლიათ ჩააბარონ მაპროფილებელი საგნები იმ დარგის მიხედვით, რომელსაც თავად აირჩევენ სასურველი პროფესიის გათვალისწინებით (ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება).
 
ამასთან, წელს პირველად ტარდება გამოცდა არაქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგთათვის და ასევე წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics