20:13 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-03 16:41:37, 1546 ნახვა

ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა ქალაქი სლავიანსკი დაბომბეს - არის მსხვერპლი

ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი სლავიანსკი   მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან დაბომბეს- არის მსხვერპლი. ამის შესახებ ქალაქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ლიახმა განაცხადა.

მისივე თქმით,  დაბომბვის შედეგად ქალაქში 15-მდე ხანძარი გაჩნდა.

"სლავიანსკის მასიური დაბომბვა MLRS-დან. ყველაზე დიდი ვიდრე ოდესმე. ბევრი მოკლული და დაჭრილი. ჩვენ ვიბრძვით. ჩვენ ერთად ვართ,"- ხაზგასმით აღნიშნა ლიახმა. 

შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე დონეცკის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ  განაცხადა , რომ რეგიონის დაახლოებით 45% ახლა უკრაინის კონტროლის ქვეშაა. 24 თებერვლისთვის ეს მაჩვენებელი ორი მესამედი იყო.

სრულმასშტაბიანი შეტევის დაწყებიდან დონეცკის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა თითქმის ხუთჯერ შემცირდა. მისი გათვლებით, ახლა დონეცკის ოლქის თავისუფალ ტერიტორიაზე დაახლოებით 340 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე რჩება.

ამავდროულად, მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრ ანდრიუშჩენკოს თქმით, რუსი დამპყრობლები  11 სექტემბერს დონეცკის ოლქის ანექსიის შესახებ „რეფერენდუმის“ გამართვას აპირებენ .

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics