|
2022-07-01 22:43:33, 1519 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - ტერორისტულმა სახელმწიფო რუსეთმა ოდესაში ათობით ადამინი მოკლა, მათ შორის ბავშვები
ღამით ოდესას რეგიონზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმებით ათობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები მოკლეს. - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. მისივე თქმით, პარტნიორებმა უკრაინა თანამედროვე სარაკეტო თავდაცვითი სისტემებით უნდა მოამარაგონ. "ტერორისტული სახელმწიფო რუსეთი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ თავის ომს აგრძელებს — ღამით ოდესას რეგიონზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმებით ათობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები მოკლეს. მე დაჟინებით მოვუწოდებთ პარტნიორებს, რომ უკრაინა თანამედროვე სარაკეტო თავდაცვითი სისტემებით მოამარაგონ, რაც შეიძლება სწრაფად. დაგვეხმარეთ, რომ სიცოცხლეები გადავარჩინოთ და ეს ომი დავასრულოთ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)