04:23 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-01 14:55:20, 987 ნახვა

პოლიტიკა
„რას ვაკეთებთ მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა 6 თვიანი ვადა მოგვცა“ - ზურაბ ჯაფარიძის პასუხი

პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლების ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის ვერ მიიღოს. 

"მას შემდეგ რაც ევროკავშირმა 6 თვიანი ვადა მოგვცა მოთხოვნების შესასრულებლად:

- გააგრძელეს ევროპელი პოლიტიკოსების ლანძღვა
- გააგრძელეს დასავლეთზე დაბრალება რომ თითქოს საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს
- დაიწყეს მტკიცება რომ ‘დეოლიგარქიზაცია’ ყველას ეხება ბიძინას გარდა
- ფლაერების დარიგებისთვის სცემეს სტუდენტები
- კიდევ ერთხელ ჩააბეტონეს ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოში
- სამი ადამიანი გამოყვეს სპეციალურად დასავლეთის ვირეშმაკულად სალანძღავად
- ოფლიან ზონდერებს უქსევენ ადამიანებს რომლებიც ’წინ ევროპისკენ’ ფურცლებს არიგებენ ქვეყნის მასშტაბით
- ტელევიზიის მფლობელი სცემეს დეპუტატებმა ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე და ამას ამართლებენ იმით რომ იმან შეურაცხყოფა მიაყენა ერთერთ ჩვენგანსო

რა მესიჯია ეს ევროკავშირისთვის?

ა) &ლეები ვართ და მაინც მოგვეცით სტატუსი
ბ) &ლეებივით მოვიქცევით და მაინც მოგვეცით სტატუსი
თუ
გ) &ლეზე გვკიდია თქვენი სტატუსი

თუ &ლე არ ხარ, უნდა ხვდებოდე რომ ევროკავშირის გადმოსახედიდან სამივე ეს პასუხი ერთი &ლეა
უხეშად გამომივიდა, ბოდიში

3 ივლისს, 20.00 საათზე, ისევ რუსთაველზე", - წერს ჯაფარიძე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics