|
2022-07-01 10:20:38, 1614 ნახვა
ომი უკრაინაში
ისტორიაში პირველად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპას უფრო მეტი გაზი მიაწოდა, ვიდრე რუსეთმა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ისტორიაში პირველად, მიაწოდა ევროპას უფრო მეტი გაზი , ვიდრე რუსეთმა. ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ფატიჰ ბიროლმა განაცხადა. მისივე თქმით, რეკორდული მიწოდება დაფიქსირდა 2022 წლის ივნისში. ”რუსეთის მიერ ევროკავშირში ბუნებრივი გაზის მოცულობის მკვეთრი შემცირება ნიშნავს, რომ ეს არის ისტორიაში პირველი თვე, როდესაც ევროკავშირმა აშშ-დან უფრო მეტი გაზი შემოიტანა LNG-ის სახით, ვიდრე რუსეთიდან მილსადენებით“, - თქვა ბიროლმა. 2022 წლის 17 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ევროპის ქვეყნები, რუსეთის ფედერაციიდან მიწოდების შემცირების გამო, ზამთრისთვის იყენებენ გაზის რეზერვებს. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში მთლიანი ენერგეტიკული ბალანსის დაახლოებით 24% არის გაზი. ევროკავშირი ახორციელებს გაზის 90% იმპორტს და ამ იმპორტის 40% რუსული გაზი. რუსეთმა შეაჩერა გაზის მიწოდება პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთსა და ნიდერლანდებს, რომლებმაც უარი განაცხადეს მის რუბლებში გადახდაზე. 2022 წლის 20 ივნისს კრემლმა აღიარა, რომ ანტირუსული სანქციები საბოლოოდ დამარხავს Nord Stream- ს . 2022 წლის 22 ივნისს, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელმა ფატიჰ ბიროლმა ურჩია ევროპას სასწრაფოდ მოემზადოს იმისთვის, რომ რუსეთმა შესაძლოა ზამთარში გაზის მიწოდება მთლიანად შეწყვიტოს. 24 ივნისს ცნობილი გახდა, რომ გაზის დეფიციტის გამო გერმანიას შეეძლო შეეჩერებინა ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში. ასევე ცნობილია, რომ ევროპის ქვეყნები, რუსეთის ფედერაციიდან მიწოდების შემცირების გამო, გაზის მარაგს ზამთრისთვის იყენებენ. 2022 წლის 29 ივნისს გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთი მზად იყო შეეწყვიტა გაზის მიწოდება ევროპაში.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)