05:57 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-01 10:08:07, 1042 ნახვა

ომი უკრაინაში
ოდესის რეგიონში რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმას 17 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის სახმელეთო ჯარების ოპერატიული სარდლობის „სამხრეთის“ ცნობით, სულ მცირე 17 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაიღუპა ოდესის რეგიონზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად. შეტყობინება ოდესის ხელისუფლების ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა.

უკრაინის სამხედროების ცნობით, 1 ივლისს ღამით, ტუ-22-ის თვითმფრინავმა სარაკეტო შეტევა განახორციელა ოდესის ოლქის ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონზე. ვარაუდობენ, რომ სამი X-22 რაკეტა მოხვდა 9 სართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და ორ რეკრეაციულ ცენტრს. სახლის შესასვლელი მთლიანად დაინგრა, წერს დუმსკაია.

დილის 05:30 საათისთვის ცნობილია 31 დაშავებული. დაღუპულთა შორის ოთხი ბავშვი და ორსული ქალია. ნანგრევებიდან რვა ადამიანი გამოიყვანეს. მძიმე დაზიანებების მქონე პირები საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics