2022-06-29 19:27:03, 1195 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვა - ომის დაწყების შემდეგ, ყველაზე ფართომასშტაბიანი ტყვეთა გაცვლა შედგა
ომის დაწყების შემდეგ, ყველაზე ფართომასშტაბიანი ტყვეთა გაცვლა შედგა. - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა.
მისივე თქმით, ტყვეობიდან 144 უკრაინელი სამხედრო გაათავისუფლეს. მათ შორის 95 აზოვსტალის მცველია.
"პატიმართა მორიგი გაცვლა შედგა, რომლის წყალობითაც 144 უკრაინელი დამცველი დაბრუნდა სახლში. ეს არის ყველაზე დიდი გაცვლა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. გათავისუფლებული 144-დან, 95 აზოვსტალის დამცველია, მათ შორის 43 აზოვის პოლკიდან". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,