05:40 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-29 19:09:01, 604 ნახვა

პოლიტიკა
ხერხეულიძე - ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას, მაგრამ ამ გზაზე მთავარი დამაბრკოლებელი საქართველოს ხელისუფლებაა

ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას, მაგრამ ამ გზაზე მთავარი დამაბრკოლებელი საქართველოს ხელისუფლებაა. - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ეკა ხერხეულიძემ.

მისივე თქმით, დადგა დრო, როდესაც მთავრობამ უნდა ითანამშრომლოს ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

"ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას, მაგრამ ამ გზაზე მთავარი დამაბრკოლებელი გარემოება არის საქართველოს ხელისუფლება. ეს იცის არაჩვეულებრივად დასავლელმა პარტნიორებმა. ამ გზავნილშიც სწორედ ეს გამოსჭვივის და მე ვფიქრობ, მათ უნდა გასცენ პასუხი ყველა ამ გამოხმაურებას, რომელიც უკანასკნელ დღეებში ვრცელდება იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება ერთ ნაბიჯს არ დგამს, წინგადადგმულ ნაბიჯს იმისთვის, რომ ჩვენ რაღაცნაირად ჩვენს პარტნიორებს გავუგზავნოთ სიგნალი იმის თაობაზე, რომ მზად ვართ, დიახ, გამოვასწოროთ ის რეკომენდაციებში ჩამოთვლილი მითითებები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე დადგეს ქვეყანა". - ნათქვამია განცადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს კელი დეგნანმაც მოუწოდა ხელისუფლებას ოპოზიციასთან თანამშრომლობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics