04:40 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-28 15:12:06, 2206 ნახვა

ომი უკრაინაში
„გაჩხრიკეს, ავტობუსში ჩასვეს და წაიყვანეს“ - რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის მერი გაიტაცეს

გაჩხრიკეს, ავტობუსში ჩასვეს და წაიყვანეს, - ხერსონის მერის მრჩეველი გალინა ლიაშევსკაია აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა დროებით ოკუპირებული ქალაქის მერი, იგორ კოლიხაევი გაიტაცეს.

როგორც მერის მრჩეველი სოციალურ ქსელში წერს,  იგორ კოლიხაევის გატაცება უკავშირდება მის უართან, ეთანამშრომლა საოკუპაციო ხელისუფლებასთან. 

"დღეს დილით, ხერსონის მერი კოლიხაევი იგორი მივიდა ერთ-ერთ მუნიციპალურ დაწესებულებაში, სადაც მუშაობდნენ ქალაქის აღმასრულებელი კომიტეტის დარჩენილი თანამშრომლები. როგორც კი მანქანიდან გადმოვიდა, ის მაშინვე დააკავეს შეიარაღებულმა რუსმა მესაზღვრეებმა.

მათ ამოიღეს მყარი დისკები კომპიუტერებიდან, გახსნეს ყველა სეიფი, მოძებნეს დოკუმენტები. მთელი ამ ხნის განმავლობაში კოლიხაევი ჰყავდათ ცალკე ოთახში ხელბორკილებით შეიარაღებული მცველების ქვეშ. ჩხრეკის შემდეგ კოლიხაევი "Z" სიმბოლით გამოსახულ ავტობუსში ჩასვეს და წაიყვანეს.

დარწმუნებული ვარ, კოლიხაევის დაკავება დაკავშირებულია მისი უარით, ეთანამშრომლა საოკუპაციო ხელისუფლებასთან. რამდენიმე დღის წინ კოლიხაევმა მიიღო წერილი „ახალდანიშნული“ მერისგან, რომელიც იწვევდა სამომავლო „ურთიერთქმედების ორგანიზებაზე“ განსახილველად. შეხვედრაზე უარის თქმის გამო დაპატიმრებით დაემუქრა. კოლიხაევი არ წავიდა.

ჩვენ ყველას საფრთხეში ვართ. ყველაფერი თავდასხმის ქვეშაა. მეშინია იგორ კოლიხაევის სიცოცხლის",- წერს გალინა ლიაშევსკაია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics