2022-06-28 11:49:37, 912 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კემლინ ფურლეს შეხვდა.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე, მხარეებმა, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხები განიხილეს. კემლინ ფურლემ ზურაბ აზარაშვილს UNHCR-ის საქმიანობის პრინციპები გააცნო. საუბარი შეეხო ლტოლვილთა ინტეგრაციის საკითხებსაც. ისაუბრეს ერთობლივ პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.
შეხვედრას მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური და UNHCR-ის წარმომადგენელი სალომე კუსიკაშვილი ესწრებოდნენ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),