|
2022-06-28 10:33:30, 691 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის ბილბორდებით გახდა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი
ჩვენ გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა, პრეზიდენტს სიტყვით რაღაცების გაფუჭება შეუძლია ამ სისტემაში, მაგრამ ბევრს ვერაფერს გააფუჭებს. ამიტომ შეუძლია დარჩეს მის „მესიჯბოქსში,“ რომელიც პირდაპირ ემთხვევა „ნაცმოძრაობის“ „მესიჯბოქსს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „გააკეთა თავისი არჩევანი.“ როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და პარტიის სხვა ლიდერების ბილბორდებზე გამოჩენის შედეგად გახდა პრეზიდენტი. „სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა თავისი არჩევანი. ის გამოდის მუდმივად დაუსაბუთებელი ბრალდებებით მმართველი გუნდის მიმართ და ახლა გამოაცხადა, რომ ყველა კანონს დაადებს ვეტოს. ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა მთელი ამ დროის განმავლობაში, მაგრამ მას უჭირს რაღაცების დაჯერება ხოლმე, თუნდაც მარტივი ჭეშმარიტების. ჩვენ მას ვაწვდიდით ბევრად მეტ ინფორმაციას, ვიდრე ზოგჯერ საკუთარ გუნდის წევრებისთვის გაგვეზიარებინა, მაგრამ არ იჯერებდა და ეს მისი პრობლემაა. ეს არდაჯერება მას ხელს უშლიდა რაღაცების გაანალიზებაში. გვახსოვს, ბიძინა ივანიშვილის ბილბორდებით გახდა ბოლოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მეც ვიყავი [ამ ბილბორდებზე] და გუნდის სხვა ლიდერებიც. ხანდახან ისეთი რაღაცების სჯერა, რომ ეჭვი მეპარება ხოლმე, მას ამის ნამდვილად სჯერა თუ უნდა დაიჯეროს, მაგრამ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ჩვენ გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა, პრეზიდენტს სიტყვით რაღაცების გაფუჭება შეუძლია ამ სისტემაში, მაგრამ ბევრს ვერაფერს გააფუჭებს. ამიტომ შეუძლია დარჩეს მის „მესიჯბოქსში,“ რომელიც პირდაპირ ემთხვევა „ნაცმოძრაობის“ „მესიჯბოქსს“, თუმცა, საუბარი იმაზე, რომ „ნაცმოძრაობის“ გავლენის ქვეშ არის, ეს უბრალოდ ღიმილის მომგვრელია, ამის რესურსი საერთოდ არ აქვს „ნაცმოძრაობას“, მაგრამ ფაქტია, მათ აქვთ ერთი და იგივე „მესიჯბოქსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)