08:33 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-27 19:01:17, 805 ნახვა

პოლიტიკა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - მაშველებმა ფშავში, სტიქიის ზონაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ფშავში, სტიქიის ზონაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა.

მისივე თქმით,პროცესში უმოკლეს დროში ჩაერთო სტიქიის ზონაში მომუშავე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები, რომელთა მიერ, რთული რელიეფის და ადიდებული მდინარის მიუხედავად, მოხდა მდინარე არაგვის წყლის ზედაპირის და სანაპირო ზოლის დათვალიერება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ‘’112’’-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ფშავში, მთიდან წამოსულმა ღვარცოფმა გზაზე მოტოციკლით მოძრავი უცხო ქვეყნის მოქალაქის მდინარეში გადავარდნა და გაუჩინარება გამოიწვია. 
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საძიებო სამუშაოები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო. პროცესში უმოკლეს დროში ჩაერთო სტიქიის ზონაში მომუშავე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები, რომელთა მიერ, რთული რელიეფის და ადიდებული მდინარის მიუხედავად, მოხდა მდინარე არაგვის წყლის ზედაპირის და სანაპირო ზოლის დათვალიერება.
მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში, სამსახურის თანამშრომლებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსნეებთ, რომ სტიქის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, მცხეთა - სტეფანწმინდა - ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics