|
2022-06-27 10:32:01, 1427 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ბელარუსი ომშია ჩათრეული, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია კრემლში
ბელარუსი ახლა ომში უფრო აქტიურად არის ჩართული, ვიდრე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში. კრემლში ყველაფერი გადაწყვეტილია,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ბელარუსი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას და არა ომს. ”ცალკე მინდა მივმართო ბელარუსის მოქალაქეებს დღეს ხალხს, როგორც სამოქალაქო პირებს, ასევე ფორმაში ჩაცმულებს.ომში გიბიძგებენ. და კიდევ უფრო აქტიურად, ვიდრე ეს იყო თებერვალში და გაზაფხულის თვეებში. კრემლმა უკვე გადაწყვიტა ყველაფერი თქვენთვის. თქვენი სიცოცხლე მათთვის არაფრია. მაგრამ თქვენ არ ხართ მონები და არ ხართ საზარბაზბე ხორცი, არ უნდა მოკვდეთ. და თქვენ არ უნდა მისცეთ სხვას უფლება გადაწყვიტოს თქვენთვის რა იქნება შემდეგი. რუსეთის ხელმძღვანელობას სურს თქვენ, ყველა ბელარუსის, ომში ჩათრევა. მათ უნდათ ჩვენს შორის სიძულვილის დათესვა. ბევრი რამ ახლა ბელარუსის უბრალო ხალხზეა დამოკიდებული. მე ვიცი, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ამ ომში მონაწილეობა. შენი სიცოცხლე მხოლოდ შენ გეკუთვნის და არა ვინმეს კრემლში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. ზელენსკიმ ბელარუსებს რუსულად მიმართა. ივნისის დასაწყისში ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა , რომ ბელარუსის ჯარებს შესაძლოა მოუწიოთ ბრძოლა დასავლეთ უკრაინისთვის, რათა "დასავლეთმა უკან დაიხიოს". ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსი დასავლეთისთვის არის „ზეწოლის ობიექტი“, მათ შორის გეოპოლიტიკური მიზეზების გამო. ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)