01:44 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-26 15:52:25, 1776 ნახვა

საზოგადოება
Etias system - 2023 წლიდან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გამგზავრება ფასიანი იქნება

2023 წლის მაისიდან ევროკავშირი ETIAS-ის სისტემას დანერგვას გეგმავს,- გაერთიანების არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც სამუშაო ვიზას არ საჭიროებენ, მოგზაურობამდე ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაცია და თანხის გადახდა მოუწევთ. 

 ETIAS ვიზასთან შედარებით, ბევრად უფრო მარტივი პროცედურაა - საჭიროა  ონლაინ კითხვარის შევსება, რომელიც ბიომეტრიულ ინფორმაციას არ ითხოვს. 18-დან 70 წლამდე პირებისთვის გამგზავრების უფლების მოპოვება 7 ევრო ეღირება, უცნობია რა თანხის გადახდა მოუწევთ სხვა ასაკობრივი კატეგორიის მოგზაურებს. 

სისტემა ამოქმედდება ევროკავშირის იმ არაწევრი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ადრე ვიზა არ სჭირდებოდათ. ეს შეზღუდვა დაახლოებით 60 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შეეხო. 

განმცხადებლის მოთხოვნა მალევე -"რამდენიმე წუთში", მსურველთა დაახლოებით 95%-ს დაუკმაყოფილდება. თუმცა, გამონაკლისის შემთხვევაში, დამტკიცების მაქსიმალური დრო ერთი თვე შეიძლება იყოს. ნებისმიერს, ვისი მოთხოვნაც არ დაკმაყოფილდება, გასაჩივრების უფლება ექნება. 

ETIAS-ში შევსებული ინფორმაცია ავტომატურად დამუშავდება, ის შედარდება ინტერპოლის მონაცემთა ბაზებს, რომლებიც ტერორისტებისა და კრიმინალების შესახებ მოიცავს ინფორმაციას. თუ პირის მიერ შეყვანილი ინფორმაციიდან პროგრამამ საეჭვო ვერაფერი იპოვა, მას ევროკავშირში შესვლის უფლება მიეცემა. 

თუ ETIAS-ის პროგრამა რაიმე საეჭვოს აღმოაჩენს, ამ შემთხვევაში, მას 96 საათის განმავლობაში, კომპეტენტური ორგანოები ცალკე დაამუშავებენ. 

ევროპული საბჭოს განცხადების მიხედვით, მოგზაურობის ნებართვა არ ნიშნავს ევროკავშირის ტერიტორიაზე შეშვების ავტომატურ უფლებას და საბოლოო გადაწყვეტილებას მესაზღვრე იღებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics