10:13 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 20:38:02, 1026 ნახვა

პოლიტიკა
ლაშა ბუღაძე - უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას - ჩვენ თქვენ არ გენდობით!

აქ ვართ ადამიანები, რომლებიც არ ვიბრძვით ძალაუფლებისათვის, ვიბრძვით, რომ საქართველო მოხვდეს ევროკავშირში, ამიტომაც ჩვენ უნდა ვუთხრათ მათ- ჩვენ თქვენ არ გენდობით!,- ამის შესახებ მწერალმა, ლაშა ბუღაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მიმართა. 

მისი თქმით, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ გვაქვს ისტორიული ვალდებულოება,რომ ეს პროცესი მივიყვანოთ გამარჯვებამდე და ეს არ გამოვა თუ არ ვივლით აქციებზე და აქტიურად არ ჩავერთვებით ამ პროცესში.

"აქ ვართ ადამიანები, რომლებიც არ ვიბრძვით ძალაუფლებისათვის, ვიბრძვით, რომ საქართველო მოხვდეს ევროკავშირში, ამიტომაც ჩვენ უნდა ვუთხრათ მათ- ჩვენ თქვენ არ გენდობით! თუ მათ უნდოდათ, რომ საქართველოსაც უკრაიანას და მოდლოვას მსგავსად სტატუსი ჰქონოდა, დრო ჰქონდათ რომ უამრავი კანონი მიეღოთ და რეფორმები გაეტარებინათ. 

ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ გვაქვს ისტორიული ვალდებულოება,რომ ეს პროცესი მივიყვანოთ გამარჯვებამდე და ეს არ გამოვა თუ არ ვივლით აქციებზე და აქტიურად არ ჩავერთვებით ამ პროცესში. მიზანი არის, რომ საქართველო გადარჩეს",- განაცხადა ლაშა ბუღაძემ. 

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics