06:10 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 12:01:43, 1053 ნახვა

მსოფლიო
კუბილიუსი - პუტინი ომის მდგომარეობაში იმყოფება ევროკავშირის წევრობის კანდიდატთან, გეოპოლიტიკურად, ეს არის ომი ევროკავშირთან

პუტინი ომის მდგომარეობაში იმყოფება ევროკავშირის წევრობის კანდიდატთან. გეოპოლიტიკურად, ეს არის ომი ევროკავშირთან,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

კუბილიუსის თქმით, ეს არის უკრაინის ისტორიული გამარჯვება და პუტინის სტრატეგიული გეოპოლიტიკური მარცხი, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მოლდოვაშიც დაშესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოშიც.

„უკრაინა არის ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატი. გუშინ ჩვენ წინასწარ აღვნიშნეთ ეს ევროპარლამენტში. ჩვენ სწორად ვიგრძენით, რომ საბჭო უბრალოდ ვერ გაბედავდა სხვა გადაწყვეტილების მიღებას. უკრაინის ლიდერობა ასევე ცვლის ევროკავშირსაც: მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები, რომლებიც 2014 წლიდან წარმოუდგენელი ჩანდა. დღეის მდგომარეობით, პუტინი ომის მდგომარეობაში იმყოფება ევროკავშირის წევრობის კანდიდატთან. გეოპოლიტიკურად, ეს არის ომი ევროკავშირთან. ეს არის უკრაინის ისტორიული გამარჯვება და ეს არის პუტინის სტრატეგიული გეოპოლიტიკური მარცხი, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მოლდოვაშიც. შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოშიც“,- განაცხადა კუბილიუსმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გუშინვე მიენიჭათ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics