11:27 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-23 22:56:59, 1046 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - მზად ვართ მტკიცედ ვიმუშაოთ მომდევნო თვეების განმავლობაში, რათა კანდიდატის სტატუსს მივაღწიოთ

ისტორიული დღე. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა.

„ახლა, ჩვენ მზად ვართ მტკიცედ ვიმუშაოთ მომდევნო თვეების განმავლობაში, რათა კანდიდატის სტატუსს მივაღწიოთ”, - დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა.

 ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ბრიუსელში დაწყებული ევროკავშირის სამიტზე უკრაინამ და მოლდოვამ ოფიციალურად მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სტატუსი. ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა, შალე მიშელმა გადაწყვეტილებას "ისტორიული მომენტი" უწოდა. ამგვარად, ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს კიევს და კიშინოვს.
ამასთან,  ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics