13:01 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-23 10:00:32, 1168 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ბილდტი ღარიბაშვილზე - რელსებიდან გადავიდა, ტრაგედიაა ამ ძალიან კარგი ქვეყნისთვის

ის რელსებიდან გადავიდა. ის ტრაგედიაა ძალიან კარგი ქვეყნისთვის, - ასე გამოეხმაურა შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, კარლ ბილდტი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრი „რეაბილიტაციას არ ექვემდებარება“.

"ეს ტიპი, ვგულისხმობ საქართველოს პრემიერმინისტრს, რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ჩემი მეუღლის დადანაშაულება საქართველოსგან მილიონობით დოლარის მოპარვაში გვიჩვენებს, რომ ის რელსებიდან გადავიდა. ის ტრაგედიაა ძალიან კარგი ქვეყნისთვის". - წერს კალ ბილდტი Twitter-ზე.

 შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული ბიუჯეტიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics