02:35 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-22 14:38:47, 1100 ნახვა

საზოგადოება
"გლობალური მშვიდობის ინდექსის“ დაარსების წლიდან მშვიდობიანობის გრძელვადიანი, 14 წლიანი გაუმჯობესების მიხედვით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

ტრანსეროვნულმა კვლევითმა ორგანიზაცია "ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა" გლობალური მშვიდობის ინდექსის 2022 წლის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც მსოფლიოს 163 ქვეყანაში მშვიდობიანობის დონეს ასახავს.

ინსტიტუტმა მსოფლიო ქვეყნების მშვიდობიანობა შეაფასა 3 ძირითადი მიმართულებით:

1. მილიტარიზაცია
2. საზოგადოების დაცულობა
3. შიდა და გარე კონფლიქტები

ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიო რეიტინგში 95 ადგილზეა „საშუალო მშვიდობიანი“ ქვეყნის სტატუსით.

აღსანიშნავია, რომ საქართველო 2012 წლის შეფასებით რეიტინგის უკანასკნელი ოცეულში  იყო "ნაკლებადმშვიდობიანი" ქვეყნის სტატუსით. 

2022 წლის ანგარიშის მიხედვით, ირკვევა, რომ ინდექსის დაარსების წლიდან მშვიდობიანობის გრძელვადიანი, 14 წლიანი გაუმჯობესების მიხედვით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ეს ინდექსი პირველად 2008 წელს, აგვისტოს ომამდე გამოქვეყნდა  და მასში რუსეთ-საქართველოს 2008 კონფლიქტი ასახული არ  იყო. 


2012 წელთან შედარებით მშვიდობიანობის 10 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა. შეგახსენებთ, ინდექსს „ეკონომიკის და მშვიდობის ინსტიტუტი“ აწარმოებს და ეფუძნება შემდეგი ორგანიზაციების კვლევებს:
United Nations, Economic intelligence unit; Institute for Criminal Policy Research at Birkbeck, University of London; Gallup World Poll; Stockholm International Peace Research Institute (SIPRI); და ა.შ





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics