|
2022-06-21 21:41:01, 1120 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - გვჭირდება ივანიშვილის პოლიტიკური გავლენის განეიტრალება, დანარჩენი თავის მოტყუებაა
გვჭირდება ივანიშვილის პოლიტიკური გავლენის განეიტრალება, დანარჩენი თავის მოტყუებაა. - განაცხადა პარტია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ. მისივე თქმით, ივანიშვილის პოლიტიკური გავლენის სრული განეიტრალების გარეშე ყველაფერ დანარჩენზე საუბარი, თავის მოტყუება და გულუბრყვილობაა. "ჩვენთან ვითარება გაცდენილია მაგ ზღვარს. ჩვენთან ქვეყანა ივანიშვილის მხრიდან ფორმალური კანონებით არ იმართება. ნორმალურ ვითარებაში, რა თქმა უნდა, კანონებს აქვს მნიშვნელობა და დეკლარილებულ, ქაღალდზე დაწერილს წესებს, მაგრამ ჩვენ მანდ არ ვართ. ჩვენ გვჭირდება ამ ადამიანის პოლიტიკური გავლენის სრული განეიტრალება, რაც ქართული ოცნების მთლიანად ჩამოცილებას გულისხმობს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციის კანონზე თქვა, რომ ამაზე საქართველოში ორი მთავარი რადიკალური ოპოზიციური პარტია საუბრობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)