|
2022-06-21 16:34:17, 692 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - მთავარი საკითხი, რომელზეც ყველანი შეთანხმებულები ვართ, არის ქვეყნის ევროპული მომავალი.
,,მთავარი საკითხი, რომელზეც ყველანი შეთანხმებულები ვართ, ეს არის ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. არა მხოლოდ ეს ადამიანები, არამედ ამ ქვეყანაში 3 მილიონზე გაცილებით მეტი ადამიანი ეთანხმება იმ ლოზუნგს, რომელიც გუშინ გაახმოვანეს,’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სამ მილიონზე მეტი ადამიანი ეთანხმება ლოზუნგს - ,,შინ, ევროპისკენ,’’ თუმცა, ამ ადამიანების დიდი ნაწილი არ იზიარებს მიხეილ სააკაშვილის გეგმებს. ,,ეს ორად უნდა გავყოთ. ერთი მხრივ, მათ თავისი მიზნები ჰქონდათ, რა თქმა უნდა, და მეორე მხრივ, მათ გაახმოვანეს სწორი მესიჯი - „შინ, ევროპისკენ“. ამ მესიჯის ქვეშ, ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი, მაგრამ, მეორე მხრივ, მიშა სააკაშვილის გეგმებს დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანებიდან 10% არ უჭერდა მხარს და ეს უნდა გავმიჯნოთ,’’ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)