14:31 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-21 15:51:07, 673 ნახვა

პოლიტიკა
სამგორის გამგებელი - სიტყვა, რომელზეც ერთი ამბავი ატეხეთ სულხან-საბას ლექსიკონში ჩიტს ნიშნავს

ჩემი Facebook-ი არის ჩემი პირადი გვერდი. ეს არ აღნიშნავს საზოგადოებას და არც პოლიტიკოსს, ეს არის გათვლილი ჩემს მეგობრებზე. - განაცხადა სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძე "მთავარ არხთან" საუბრისას.

მისივე თქმით, სიტყვა რომელზეც საზოგადოებამ ერთი ამბავი ატეხა სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ჩიტს ნიშნავს.

" ჩემი Facebook-ი არის ჩემი პირადი გვერდი ეს არ აღნიშნავს საზოგადოების აზრს და არც პოლიტიკურს. ეს არის ჩემს მეგობრებზე გათვლილი. ის სიტყვა,რომელზეც თქვენ ერთი ამბავი ატეხეთ, ჩაიხედეთ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში და განმარტებაც ნახეთ. ჩვენ ამ სიტყვებით ვესაუბრებით ერთმანეთს, მეგობრები. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ეგ ნიშნავს ჩიტს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სამგორის გამგებელმა, კახა სამხარაძემ "შინ ევროპისკენ" აქციაზე შეკრებილებს მიმართა და განაცხადა, რომ ვინც მანდ მივიდა "მაგარი სი*ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ". მოგვიანებით, გამგებელმა სტატუსი "ფეისბუკ" გვერდიდან წაშალა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics