|
2022-06-21 14:40:56, 636 ნახვა
პოლიტიკა
ზილფიმიანი - რეკომენდაციას ვუწევ ნიკა გვარამიას გათავისუფლებას
რეკომენდაციას ვუწევ ნიკა გვარამიას გათავისუფლებას,- აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით ზილფიმიანი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, „მთავარი არხის “ დირექტორის შეწყალება სასამართლო სისტემის შესახებ მსჯელობას სცდება, რადგან პრეზიდენტს თავისი მანდატის ფარგლებში გვარამიას შეწყალება შეუძლია. "პრეზიდენტს ხომ უკეთესად აქვს პულსზე ხელი დადებული და ხედავს რისი გაკეთება არის საჭირო. მე, ერთი დეპუტატი, დავით ზილფიმიანი რეკომენდაციას ვუწევ მის განთავისუფლებას. ამას არ სჭირდება სასამართლოს ავკარგიანობაზე მსჯელობა, უბრალოდ შეგიძლია შეიწყალო და მორჩა. დამათებითი გამართლება არის ისრომ ევროპარლამენტარებზე გონიერად ვიქცევით რატომ მიგვყავს აქამდე საქმე თუკი ვგრძნობთ, რომ შველა შეიძლება."- აცხადებს ზილფიმიანი. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის მდგომარეობასა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზეა საუბარი. 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. განაჩენი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოიტანა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)