|
2022-06-21 13:30:55, 861 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - აქციაზე იმდენი არანაცი მივიდა, რომ ორგანიზატორებს თავისი ბელადი არ უხსენებიათ
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ 20 ივნისის მრავალრიცხოვანი აქცია მართველი გუნდის მომხრეებითაც იყო შემდგარი. მისივე თქმით, აქციაზე იმდენი "არანაცი" და ევროპული იდეის მომხრე მივიდა, რომ აქციის ორგანიზატორებს საერთოდ არ უხსენებიათ მიხეილ სააკაშვილი. "გუშინ ნაცების მიერ ორგანიზებულ აქციაზე იმდენი არანაცი და ევროპული იდეის მომხრე მივიდა, რომ აქციის ორგანიზატორებს თავისი ბელადის ავტომატურად უარყოფა მოუწიათ და საერთოდ არ უხსენებიათ მიხეილ სააკაშვილი. ეგ იყო რაც დაგვრჩა გუშინდელი აქციიდან. ასევე, უნდა ვთქვათ, რომ ბევრი პოლიტიკური შეხედულების, აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანებისგან შემდგარი, მათ შორის ნაცმოძრაობის მომხრეებისგან, მათ შორის, დღეს უკვე აღარ გაგიკვირდებათ, ჩვენი მომხრეებისგანაც აღმოჩნდა შემდგარი აქცია, რომლებისთვისაც მთავარი მიზანი იყო დაფიქსირებული ევროპის მიმართ მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა, რომ ამ აქციის ორგანიზატორები იყვნენ ნაცმოძრაობის და მისი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები", - განაცხადა მდინარაძემ. ცნობისთვის, გუშინ, პარლამენტის წინ აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას საზოგადო მოღვაწეებმა და ევროპარლამენტარებმა მიმართეს. დემონსტრაციის მონაწილეები ფარავდნენ ოპერიდან – გალერეა თბილისამდე ტერიტორიას. "ექსპრესნიუსის" დათვლებით, აქციაზე მინიმუმ 120 ათასი ადამიანი, მაქსიმუმ 135 ათასი ადამიანი იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)