|
2022-06-21 12:45:53, 785 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა აქციაზე - უნდა ითქვას, რასაც ვაკვირდებოდი, იყო ერთსულოვნება და ბევრი ხალხი
მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ მეც რასაც ვაკვირდებოდი, იყო ერთსულოვნება, განსხვავებული მრწამსის ადამიანები იყვნენ წარმოდგენილი, - ასე შეაფასა "ქარული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტთან გამართული აქცია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ხალხი იყო აქციაზე, გაცილებით მეტია საქართველოს მოსახლეობა, რომლის სურვილიც არის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე შეუფერხებლად გასვლა.
"გუშინდელი აქცია იყო ორგანიზებული "ნაციონალური მოძრაობისა" და "სირცხვილიას" მხრიდან და ეს თავიდან ცოტა მეც მეგონა, რომ დამოუკიდებელი ორგანიზატორები ჰყავდა, თუმცა, როდესაც ჩართვა ვნახე მათი ლობისტების, სხვადასხვა ადგილებიდან და მათ შორის ბოლოში, რევოლუციური მოწოდებები, რომ არ გავჩერდებით, ეს ეტყობა მაინც გაეპარათ. მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ მეც რასაც ვაკვირდებოდი, იყო ერთსულოვნება, განსხვავებული მრწამსის ადამიანები იყვნენ წარმოდგენილია აქციაზე და მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ევროკავშირს, რომ დიახ, გუშინ იყო ბევრი ხალხი, მაგრამ გაცილებით მეტია საქართველოს მოსახლეობა, რომლის სურვილიც არის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე შეუფერხებლად გავიდეთ",- განაცხადა ზარქუამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)